20 ოქტომბერი, დედაქალაქი - არჩევნებამდე 6 დღით ადრე საქართველოს მოქალაქეები თბილისის ქუჩებში გამოვლენ, მარშით დაიძვრებიან თავისუფლების მოედნისკენ ქვეყნის ევროპული კურსის მხარდასაჭერად და მასშტაბურ აქციას გამართავენ. საქართველო ირჩევს ევროკავშირს - ამ გზავნილით შეკრებას გეგმავენ მათ შორის ოჯახებით, ყველა თაობისა და პროფესიის წარმომადგენელი მთელი საქართველოდან. მიზანი ერთიანობის ჩვენება და იმის თქმაა, რომ ქართველი ხალხი ევროპული კურსიდან გადახვევას არ დაუშვებს.
საქართველო ირჩევს ევროკავშირს!
15 ოქტ 202420:28
3 წუთის საკითხავი