საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს.
გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში მიიღებს.
მიზეზად უკრაინის აღმოსავლეთით გართულებული ვითარებაა - ოკუპირებული დონბასიდან რუსული სამხედრო ძალები უკრაინის მიმართულებით ისვრიან.
ელჩად, სავარაუდოდ, ისევ თეიმურაზ შარაშენიძე დაბრუნდება, რომელიც ხელისუფლებამ უკრაინიდან 2020 წლის 8 მაისს "კონსულტაციებისთვის" გამოიწვია მას შემდეგ, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.