logo
ENG



საქართველომ უკრაინას 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა

28 თებ 202200:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/28/fbrycjo11ydu2tm.jpg

საქართველომ უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს. გარდა ამისა, საქართველო უკრაინას სისხლის გარკვეული მარაგით ეხმარება - გაიგზავნა სისხლის კომპონენტები, ჰემოტრანსფუზიისთვის საჭირო მასალა და ტესტები.

მათივე ინფორმაციით, საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა ქალაქ ლუბლინის (პოლონეთი) გავლით მიიღებს.


close დახურვა