logo
ENG



საქართველოს 10 ქალაქში სწავლა სემესტრის დასრულებამდე დისტანციურ რეჟიმში იქნება

24 ნოე 202015:05
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/24/7wz1t4e0worjlqa.jpg

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გამო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს 10 დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში, 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასისთვის, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში იქნება.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ.


close დახურვა