ქართული ავიაკომპანია რუსეთს სანქციებიდან თავის არიდებაში ეხმარება - აირზენამ გადახდის სისტემაში მასტერ-ქარდისა და ვიზას გვერდით რუსული “მირი" დაამატა. უპრეცედენტო ფინანსური სანქციების შემდეგ, ეს რუსული საბანკო სისტემის ერთადერთი საშუალებაა, რითაც მოქალაქეებს ფულის გადახდა შეუძლიათ, თუმცა, ეს ეწინააღმდეგება დასავლეთის კურსს. “მე სანქციებს არ ვუერთდები და არანაირი ვალდებულება არ მაქვს.. მე მაინტერესებს ბილეთი გავყიდო, რით გაიყიდება, ეგ საერთოდ არ მადარდებს - “ჯორჯიან ეარვეისის” ქართველი ხელმძღვანელის თამაზ გაიაშვილის ეს კომენტარი უმწვავესი კრიტიკის საგანი გახდა ოპოზიციის მხრიდან. გაიაშვილი იმასაც ამბობს, რომ თუკი შეკვეთა იქნება, რუსეთიდან პირდაპირ რეისებზეც არ იტყვის უარს.
საქართველოს ავიახაზების ოფისთან საპროტესტო აქცია იმართება
09 მარ 202215:39
3 წუთის საკითხავი