შეცვლის თუ არა კორონავირუსი საარჩევნო დღის წესრიგს საქართველოში - "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" მსოფლიოში COVID19-ის არჩევნებზე გავლენა შეისწავლა.
სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ორგანიზაცია ასკვნის, რომ საქართველოს არჩევნებისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო აქვს. ვირუსის გავრცელების შემთხვევაში, ხელისუფლებამ კენჭისყრის ალტერნატიული მეთოდები უნდა განიხილოს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ არჩევნების გადადების ინიციატივა მიუღებელია.
"შეგვიძლია სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან ვიმსჯელოთ, რომ პანდემიის პირობებში შესაძლებელია არჩევნების ჩატარება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მოახდინოს უსაფრთხოების ზომებზე კონცენტრირება და გააკეთოს აქცენტი ახალი პროცედურების შემუშავებაზე. არჩევნების გადავადება ხელს აძლევს ახლანდელ ხელისუფლებას და მმართველ პარტია", - ამბობს IDFI-ის მკვლევარი დავით ერისთავი.