logo
ENG



საქართველოს გულისთვის პირველი მებრძოლი ვიქნები - მაჩალიკაშვილი

20 ივნ 202020:31
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც იმყოფება. 

მაჩალიკაშვილმა ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები ერთად უნდა იდგნენ, რათა ხელისუფლება დაამარცხონ. მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" გასული წლის 20 ივნისის მოვლენებზე პასუხი უნდა აგოს. 

"იმ სასტიკ ღამეს, ტყვიების გამო, სისხლი დაიღვარა. ამაზე ყველა პასუხს აგებს. ეს ასე უნდა იყოს და ასეც მოხდება. ხელისუფლებამ იმ ღამეს საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი და ამ განაჩენს ჩვენ გამოვუტანთ 31 ოქტომბერს. ჩემი დიდი თხოვნა იქნება, მთელ საზოგადობას და ოპოზიციას მივმართავ - ვიყოთ ერთიანები, შევინარჩუნოთ ეს ერთიანობა და ის მონსტრი, რომელიც სათავეში გვიზის, ერთად დავამარცხოთ. საქართველოს გულისთვის პირველი მებრძოლი ვიქნები. გამარჯვებას და ღირსებას გისურვებთ, ღირსებას, რომელიც ქართულ ოცნებას არ გააჩნია", - მიმართა მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციაზე შეკრებილებს. 


close დახურვა