ზუსტად ერთი დღე ისტორიულ თამაშამდე. პირველად ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებს. ჯგუფიდან პირველი მატჩი თურქეთთან შედგება. გერმანიაში ჩასული ქართველი გულშემატკივრის უდიდესი ნაწილი უკვე დორტმუნდშია და თამაშის დაწყებამდე ხვალ სტადიონზე მსვლელობით მივა.