სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოს დღეს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა.
ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია გააჟღერებს ორპარტიულ გზავნილს, რომ აშშ ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, აღნიშნული ვიზიტი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
"ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი და სასარგებლო ვიზიტი იქნება და კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას. რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დღის წესრიგში", - თქვა დავით ზალკალიანმა.
სენატორების ვიზიტი 4 ივნისს დასრულდება.