logo
ENG



საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და ოჩამჩირეში ბაზის დაგმობა - NATO-ს რეზოლუცია

09 ოქტ 202319:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/09/rf3simam64am35a.jpg

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეამ 3 რეზოლუცია მიიღო, რომლებშიც საქართველოზეც არის საუბარი. კერძოდ, NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე საუბრობს.

ასევე ალიანსი გმობს რუსეთის გაცხადებულ მისწრაფებას, ოკუპირებულ ოჩამჩირეში ბაზა ააშენოს.

"უმკაცრესად ვგმობთ გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ, უკანონო და სასტიკ აგრესიულ ომს, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ წამოიწყო, ისევე როგორც საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, რომლებიც რუსეთიდან მომდინარე ყოველდღიურ და ღია მუქარას წარმოადგენს, როგორც ალიანსის უსაფრთხოების მიმართ, ისე ევროატლანტიკური სივრცის მშვიდობისა და სტაბილურობისადმი.

ვგმობთ რუსეთის გაცხადებულ მისწრაფებას ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზა ააშენოს, რომელიც განთავსებულია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც შავი ზღვის რეგიონში შემდგომი დესტაბილიზაციის საშიშროებას ქმნის.

[...] მხარს ვუჭერთ, რომ კვლავ დადასტურდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო გახდება NATO-ს წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით, როგორც გაწევრიანების პროცესის განუყოფელი ნაწილი.

ასევე სწრაფად უნდა მოხდეს საჭიროებებზე მორგებული პაკეტის იმპლემენტაცია, რომლის ფარგლებშიც გამოიხატება საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა, ასევე აქტიურად გაგრძელდეს საქართველოს მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, გარდა ამისა მისი მხარდაჭერა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის გადადგმულ ნაბიჯებში, რომლებიც ჩატარებულ რეფორმებში აისახება", - წერია ალიანსის მიერ მიღებულ ერთ-ერთ რეზოლუციაში.

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".

 

 

close დახურვა