logo
ENG



საქართველოს ევროპული პერსპექტივა საფრთხის ქვეშ

24 აპრ 202420:20
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტი მწვავე რეზოლუციის დასამტკიცებლად ემზადება, კენჭისყრა ხვალ გაიმართება. ამას წინ უძღოდა უპრეცედენტოდ კრიტიკული შეფასებები დებატების დროს. რუსულ კანონს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანის ღალატი უწოდეს. "ქართული ოცნება ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, რუსული კანონის დამტკიცება მძიმე შედეგს გამოიწვევს, თუ ხელისუფლება ინიციატივას უკან არ წაიღებს, არ უნდა გაიხსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები" - ამბობენ ევროპარლამენტარები.

 


close დახურვა