logo
ENG



საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში: როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და NATO

29 ნოე 202411:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/29/7xypkzp91xgsh9s.jpeg

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა Facebook-ზე წერს, რომ საქართველოს, როგორც არასდროს, ისეთ სჭირდება მეტი ევროპა და NATO, მეტი სილიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა.

ამ განცხადებით ის, სავარაუდოდ, ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდი 2028 წლამმდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს აჩერებს.

"დღეს, როცა რუსეთი:

- აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას;

- აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ;

- ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას...

ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა!!", - წერს ის Facebook-ზე. 


close დახურვა