logo
ENG



საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დაარსებიდან 30 წლის იუბილე გაიმართა

06 ოქტ 201916:26
3 წუთის საკითხავი
 
thr1hsn1tf4qua3.jpg

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დაარსებიდან 30 წლის იუბილე გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ენციკლოპედიური გამოცემის - „ოლიმპიური ორტომეულის" პრეზენტაცია გაიმართა და მოეწყო ოლიმპიური კომიტეტის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მოქმედი და ყოფილი სპორტსმენები, რომლებმაც ქართული ოლიმპიური სპორტის სახეობების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

კომიტეტის წარმომადგენლებმა განვლილი 30-წლიანი პერიოდი შეაჯამეს და სამომავლო მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრეს.

 


close დახურვა