logo
ENG



საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა

07 სექ 202421:47
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/07/kzmr3t6mt8up5pj.jpg
ფოტო: ეროვნული ნაკრები

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმის 32-ე წუთზე ანგარიში გახსნა. პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტით გაიტანა. უკვე მეორე ტაიმში - 52-ე წუთზე მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, რის შემდეგაც 63-ე წუთზე ანგარიში ისევ გაიზარდა - მესამე გოლი გიორგი მიქაუტაძემ შეასრულა.

2 წუთში ჩეხეთის ნაკრების კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა, მისი ავტორი გიორგი ქოჩორაშვილია.

მე-80 წუთზე ჩეხეთმა ერთი გოლი გაიტანა - მისი ავტორი ლუკაშ კალვაში იყო. 

დღეს UEFA -ს ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის მატჩი ჩატარდა. 

 

 


close დახურვა