საქართველოს მთავრობა უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას მომართვისთანავე გაუგზავნის. განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
"საქართველოს მთავრობა სწავლობს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებებს და მოთხოვნისთანავე უზრუნველყოფს მის მიწოდებას", - თქვა მან.
მისივე განცხადებით, საქართველოს ელჩი და კონსული ამ დრომდე კიევში რჩებიან.