logo
ENG



საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი საერთაშორისო ფრენების განახლებული განრიგი

16 მარ 202013:00
3 წუთის საკითხავი
 
y80tjpzazw5abyl.png

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო აეროპორტებიდან დაგეგმილი ფრენების განახლებულ განრიგს აქვეყნებს.

განრიგის თანახმად დღეს თბილისის აეროპორტის მიმართულებით 18 რეისია დაგეგმილი. ჯამში 22 მარტის ჩათვლით 98 რეისი შესრულდება.

„მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების სწრაფი დინამიკის გათვალისწინებით, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოები და სატრანსპორტო კომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას საერთაშორისო მგზავრებისთვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ.

ბევრმა ავიაკომპანიამ გააჩერა ან აჩერებს ავია მიმოსვლას სხვადასხვა მიმართულებით. ამის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ, საკუთარ საკომუნიკაციო არხებზე - სოციალურ ქსელებსა და ვებ გვერდზე, რეგულარულად გამოაქვეყნებენ საერთაშორისო ფრენების ცხრილს და ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ამ დროის მონაცემებით რა საერთაშორისო რეისები სრულდება საქართველოში.

აღნიშნული დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ და სურთ საქართველოში გამომგზავრება დაგეგმონ შესაბამისი მარშუტები.
აქვე გაცნობებთ, რომ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში, ისევე როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი და მოქალაქეებს გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება და კონსულტაცია სამშობლოში გამომგზავრების ქმედითი მარშუტის მოძიებაში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ფრენების განრიგი იხილეთ ბმულზე: https://docs.google.com/spreadsheets

 


close დახურვა