logo
ENG



საქართველოს მოქალაქემ საკუთარი მანქანის საბარგულში რუსული სანომრე ნიშნები იპოვა

30 ივლ 202217:31
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მოქალაქე, გიორგი ჭიბოშვილი აცხადებს, რომ საკუთარი მანქანის საბარგულში რუსული სანომრე ნიშნები იპოვა.

ჭიბოშვილი ყვება, რომ  თავდაპირველად შენიშნა, მანქანის საბურავი დაშვებული იყო, საბარგულის გახსნისას კი რუსულ გაზეთში გახვეული 11 წყვილი რუსული სანომრე ნიშანი იპოვა, რომელთა წარმომავლობაც მისთვის უცნობია.

ჭიბოშვილი ფორმულას უყვება, რომ 2 წელია ეს მანქანა ნაქირავები აქვს და მხოლოდ ის სარგებლობს, თუმცა ავტომობილის მესაკუთრე თავად არ არის. ის აცხადებს, რომ მანქანასთან პრობლემები ამ დრომდე არ ჰქონია და მომხდარზე ეჭვი არც მანქანის მესაკუთრეზე მიაქვს.  

„რუსულ გაზეთში იყო შეხვეული 11 წყვილი რუსული სანომრე ნიშანი. მაშინვე დავწერე Facebook-ზე რომ მსგავსი არაფერი [გამიგია]. ჩადებები კი გამიგია, მაგრამ რუსული სანომრე ნიშნის ჩადება ნამდვილად არა" - აცხადებს ის. 

ჭიბოშვილი მომხდარის ერთ-ერთ შესაძლო მოტივად საკუთარ პოლიტიკურად აქტიურ ცხოვრებას ასახელებს. მისი თქმით, შესაძლოა, ეს შესაძლოა მის წინააღმდეგ ერთგვარი პროვოკაცია იყოს.

„ზოგადად, საკმაოდ აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით ვარ დაკავებული... შესაძლებელია მაგაზეც მაგაზეც მივიტანო ეჭვი, რომ ვინმეს აწყობდეს რამე შარში გავეხვიო“ - აცხადებს ჭიბოშვილი.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

 

close დახურვა