logo
ENG



საქართველოს ნავთობისა და გაზის კომპანიამ რუსულ Gazprom-თან ხელშეკრულება განაახლა

25 მაი 202018:19
3 წუთის საკითხავი
 
nb9krnl6pet8gvi.jpg

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (GOGC) რუსულ Gaxprom Export-თან ხელშეკრულება განაახლა. აღნიშნულზე საუბარი კომპანიის აუდიტორულ ანგარიშშია.

დოკუმენტის თანახმად, მხარეებს შორის ბუნებრივი აირის მიწოდების ტარიფის 2020 წლის აპრილში განახლდა და იგი ძალაში ამავე წლის 31 დეკემბრამდე იქნება.

ამასთან, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ აპრილში ხელშეკრულება განაახლა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია Socar Gas Export-Import-თან. ხელშეკრულება საქართველოში სოციალური გაზის ტარიფის შემცირებას ითვალისწინებს.

GOGC-ის 2019 წლის ანგარიშში ასევე საუბარია ნავთობკომპანია Fortera-სთან დავაზე. ანგარიშის თანახმად, სახელმწიფოს კუთვნილმა კომპანიამ საარბიტრაჟო სასამართლოზე საკუთარი უფლების დასაცავად დაქირავებულ იურიდიულ კომპანია Hogal Lovells-ს მომსახურების სანაცვლოდ 8.4 მილიონი ლარი გადაუხადა.

ამავე დოკუმენტის თანახმად კომპანია Fortera-მ 2019 წელს უარი თქვა მის სასამართლო სარჩელზე, რომლითაც კომპანია მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების სახით GOGC-ისგან 3.5 მილიარდი დოლარის ანაზღაურებას ითხოვდა. 2020 წლის აპრილში საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კომპანიის არგუმენტების უმრავლესობა გაიზიარა და დაადგინა, რომ Frontera-მ კონტრაქტის ვალდებულებები დაარღვია.


close დახურვა