logo
ENG



საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

28 დეკ 201911:34
3 წუთის საკითხავი
 
soui4p1ifun4kgn.jpg

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შემაჯამებელ ღონისძიებაზე 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა. ტრადიციულ ნომინაციებთან ერთად, ფედერაციამ ეროვნული ლიგის საუკეთესო სპორტსმენებიც დააჯილდოვა.

მთავარ ნომინაციაში გამარჯვებული საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა გახდა, რომელიც 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის სტატუსი ზურიკო დავითაშვილმა მოიპოვა.

გარდა ამისა, გამოვლინდნენ ეროვნული ლიგის ლაურეატებიც: გია გეგუჩაძე საუკეთესო მწვრთნელი გახდა, საუკეთესო ფეხბურთელად და ლეგიონერად კი - ჯოვინო ფლამარიონი დაასახელეს. 


close დახურვა