logo
ENG



საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

02 სექ 202014:07
3 წუთის საკითხავი
 
gs84vxf1kshbsfg.jpg

ავსტრიული გამოცემის, sturmnetz.at-ის ინფორმაციით, გრაცის შტურმის ქართველ ფეხბურთელს, ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კიტეიშვილთან ერთად, კოვიდ-19-ით დაინფიცირდა მისი თანაგუნდელი, ფილიპ ჰუსპეკი. ქართველი ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. 

კიტეიშვილი ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული. ეროვნული გუნდის მწვრთნელს ვლადიმერ ვაისს, სავარაუდოდ,  მისი ჩანაცვლება მოუწევს.

 


close დახურვა