logo
ENG



საქართველოს პარლამენტი: ხვალ, პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე

14 დეკ 202400:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/14/yaf2ked16tr4bwq.jpg

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ხვალ, 14 დეკემბერს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - ვიზიტორებს ეზღუდებათ შენობაში შესვლა.

ამასთან, ცნობილია, რომ პარლამენტის შენობაში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღესთან დაკავშირებით, შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებისთვის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირებისთვის.

"საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

საქართველოს პარლამენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღესთან დაკავშირებით, შენობაში შემოსვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებისთვის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირებისთვის.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედიასა და ონლაინმედია საშუალებების ის ჯგუფები, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გაშუქებისთვის მიღებული აქვთ სპეციალური ერთჯერადი აკრედიტაცია.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - ვკითხულობთ საქართველოს პარტლამენტის ოფიციალურ განცხადებაში.

 


close დახურვა