საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ბათუმის კლინიკა უკვე დატოვა. მას კლინიკაში გეგმური სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. პატრიარქის პირადმა ექიმმა საზოგადოებას განუმარტა, რომ ილია მეორეს ყოველგვარი სასწრაფო მიზნის გარეშე, გეგმური სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
„პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რამდენიმე დღეა რაც აჭარაში იმყოფება. უწევდა გეგმიური კვლევა, რომელიც მას 2018 წლის შემდეგ არ ჩატარებია. რადგან ის ამ დროს ვიზიტით აჭარაში იმყოფება გადაწყვიტეს, რომ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მივიდნენ და ჩააბარონ ანალიზები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული არ არის,“ - აცხადებს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დეკანოზი იოანე გორელიშვილი.