logo
ENG



საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება გახარიას მიმართავს

08 აპრ 202020:45
3 წუთის საკითხავი
 
d3mxkpta4evlabp.jpg

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, უზრუნველყოფილი იქნას ეკონომიკის ყველა მოქმედ სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის უსაფრთხო პირობები.

„1 შემუშავდეს ერთიანი კოორდინირებული მიდგომა, რათა დასაქმებულთა უსაფრთხოება საგანგებო მდგომარეობის პირობებში იყოს დაცული ეკონომიკის ყველა დარგში თანაბრად;

2 განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და მერიის მუნიციპალური ინსპექციების საქმიანობაზე თბილისსა და რეგიონებში;

3 ეკონომიკური საქმიანობის იმ დარგებზე და შრომის უსაფრთხოების იმ საკითხებზე კი, რომლებიც ზემოაღნიშნული ორგანოების კონტროლის მანდატს მიღმა რჩება, გაავრცელოს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფლებამოსილება, რათა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ეკონომიკის ყველა სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის უსაფრთხოება იყოს დაცული“, - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა