საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო. გუნდებს სამ კანდიდატს შორის არჩევანი 30 იანვარს უნდა გაეკეთებინათ, თუმცა ორმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ და ირაკლი აბუსერიძემ ითხოვეს, რომ თარიღი შეეცვალათ. მათი თხოვნა საარჩევნო წესდების დაცვით დაკმაყოფილდა.
არჩევნების ახალი თარიღი 24 თებერვალია. რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის: გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე.