logo
ENG



საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს უცხოეთში კორონავირუსი დაუდასტურდა

15 მარ 202012:26
3 წუთის საკითხავი
 

ათენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასურდა.  საქართველოს საელჩო და საკონსულო ათენში მუდმივ კავშირზე არიან პაციენტთან. მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა და იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მისი მდგომაორება დამაკმაყოფილებელია.

კორონავირუსით დაინფიცირებულია საქართველოს მოქალაქეც მადრიდში. საგარეოს ინფორმაცით, ის, ამავდროულად, ონკოლოგიური პაციენტია,  მოთავსებულია კლინიკაში და იღებს შესაბამის მკურნალობას. მადრიდშივე იმყოფება მისი ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად არის იზოლაციაში.

ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსი ქვეყანაში 21 ათასზე მეტ ადამიანს აქვს. გარდაცვლილია 1441 მოქალაქე. ცნობილია ისიც, რომ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც საგანგებო რეჟიმია ამოქმედებული, კიდევ უფრო გაიზარდა.


close დახურვა