logo
ENG



საქართველოს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა

23 აპრ 202115:23
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში თურქეთის ელჩ ფატმა ჯერენ იაზგანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ელჩი ამბობს, რომ კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია და საქართველოს მთავრობასთან უნდა შეთანხმდეს. 

"პრეზიდენტი ერდოღანი უნდა ჩამოსულიყო ვიზიტით საქართველოში გაზაფხულზე, მაგრამ დაიწყო პანდემია და ყველაფერი დაიხურა. ახლა ვცდილობთ თარიღის შეთანხმებას და ველოდებით საქართველის მთავრობას და მათ განრიგს. ჯერ არ ვიცი, როდის შედგება ეს შეხვედრა, თუმცა ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვა საქართველოში, რაც შეიძლება მალე, რადგან ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება. ერდოღანი ეწვევა საქართველოს, მან ეს თქვა მედიასთან შეხვედრაზე, მაგრამ თარიღი ჯერ უნდა შეთანხმდეს. იმედი მაქვს, რომ ეს მალე იქნება შესაძლებელი", - ამბობს ელჩი.

ფორმულა უწყებებს დაუკავშირდა და თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


close დახურვა