logo
ENG



საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი თურნავას მოადგილედ დანიშნეს

09 მარ 202109:33
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/09/yt3zlx25m0af9sh.jpeg

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მოადგილემ საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი გურამ გურამიშვილი დანიშნეს. 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, "გურამ გურამიშვილს საქართველოს სატრანსპორტო სფეროში საქმიანობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ის 1995-2021 წლებში საქმიანობდა საქართველოს რკინიგზაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე".

უწყების ინფორმაციით, გურამიშვილმა დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. მას მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.


close დახურვა