საქართველოს საგარეო ვალმა 18.3 მლრდ დოლარი შეადგინა - ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეს ბოლო ოთხი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის 103.7%-ია.
ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს მონაცემები 2020 წლის 31 მარტისაა.
სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.8 მლრდ აშშ დოლარი, რაც მშპ-ს 44.1 პროცენტია - აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 5.7 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 443.9 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 755.0 მლნ აშშ დოლარი და 876.4 მლნ აშშ დოლარი.
ეროვნული ბანკი ავრცელებს საბანკო სექტორის საგარეო ვალის მონაცემებსაც - ამ რიცხვებმა 4.4 მლრდ დოლარი შეადგინა, სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.4 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო კომპანიათა შორისმა ვალმა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი.
სებ ავრცელებს საქართველოს წმინდა საგარეო ვალსაც - ეს მონაცემი 10.6 მლრდ დოლარია.