logo
ENG



საქართველოს საგარეო უწყება უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ე.წ რეფერენდუმების ჩატარებას გმობს

28 სექ 202212:59
3 წუთის საკითხავი
clock 568
საქართველოს საგარეო უწყება უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ე.წ რეფერენდუმების ჩატარებას გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ე.წ რეფერენდუმების ჩატარებას გმობს. უწყების განცხადება Twitter-ზე გამოქვეყნდა.

"უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის სამთავრობო მედია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლის მიერ გამართული ე.წ რეფერენდუმების პირველად შედეგებს აქვეყნებს. წინასწარი მონაცემებით, უმრავლესობამ რუსეთთან შეერთებას "მისცა ხმა".

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ე.წ ხმების დაახლოებით მეხუთედია დათვლილი და რუსეთთან შეერთებაზე "თანხმობას" ხერსონის რეგიონში 97%-მა, ზაპოროჟიეში - 98%-მა, ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში - 98%-მა და ე.წ ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკაშიც - 98%-მა მისცა ხმა.

უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული.


close დახურვა