logo
ENG



საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს

22 ივლ 202311:49
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პოლიციამ ირანის 2 მოქალაქე - 1978 წელს დაბადებული ბ.რ. და 1978 წელს დაბადებული ა.რ. დააკავა. ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - წერია განცხადებაში.


close დახურვა