logo
ENG



საქართველოს უნივერსიტეტი: უკრაინის მხარდასაჭერად ₾1 მილიონი გადაირიცხება

02 მარ 202218:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/02/b56baac72zasj33.jpg

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს, რომ სტუდენტების სახელით, უკრაინის მხარდასაჭერად 1 000 000 ლარი გადაირიცხება. უნივერსიტეტი განცხადებას ფეისბუქგვერდზე ავრცელებს:

"თავისუფლება არის მთავარი ღირებულება, რაზეც დგას საქართველოს უნივერსიტეტი. ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობა ჩვენი სტუდენტების წინაშე, რომ მივცეთ მათ არა მხოლოდ კარგი განათლება, არამედ ხელი შევუწყოთ მათი თავისუფალ სამყაროში ცხოვრების და განვითარების შესაძლებლობას. ვთვლით, რომ უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება.  ამ ომში ბოროტება აუცილებლად უნდა დამარცხდეს. სტუდენტების, კურსდამთავრებულების, ლექტორების და ადმინისტრაციის სახელით, თანადგომას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. დიდება თავისუფლებას!" - წერია განცხადებაში. 

 


close დახურვა