logo
ENG



საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები დღეს მატჩს ფინეთთან გამართავს

27 ოქტ 201914:25
3 წუთის საკითხავი
 
s4j08zskpc1ydib.jpg

 

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მატჩს დღეს ფინეთთან გამართავს. ავთანდილ ასათიანის მიერ მომზადებული გუნდი ერთი მოგებითა და ერთი მარცხით ჯგუფში მეორე ადგილზეა და ფინეთის დამარცხების შემთხვევაში, ელიტ რაუნდში გადაინაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სპორტსმენებმა პირველ შეხვედრაში პოლონეთს 2:3 მოუგეს, ხოლო ესპანეთთან მატჩი ასეთივე ანგარიშით დათმეს. საქართველოსა და ფინეთის დაპირისპირება თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

 


close დახურვა