logo
ENG



საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში: ამერიკაში ვერ ხედავენ თუ ვისთან შეიძლება საუბარი საქართველოში

02 თებ 202022:23
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკაში თემურ იაკობაშვილი გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების გზავნილებზე საუბრობს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არ ჩანს ადამიანი, ვისთანაც შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებმა შეიძლება რაიმე სახის კომუნიკაცია დაამყარონ.

„მე ვფიქრობ, რომ ერთი წითელი ხაზი არ არსებობს. აფრთხილებდნენ, რომ ამის გაკეთება იქნებოდა შედეგების მომტანი და მაინც არავის არ დაუჯერეს. რა თქმა უნდა პრობლემები იყო ხოლმე, ამ პრობლემების გადაჭრის გზებიც იყო ხოლმე მოძიებული, მაგრამ განსხვავებით სხვა სიტუაციებისგან ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერ ხედავენ ვის ელაპარაკონ საქართველოში. პარტნიორი არ ჩანს, მოლაპარაკე არ ჩანს ვის შეიძლება ელაპარაკონ ან სიტყვაზე ან საქმეზე. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რადგან მას შემდეგ რაც კვირიკაშვილი გადააყენეს და ჩუგოშვილი წავიდ,ა ფაქტიურად აღარ დარჩა ხელისუფლებას არავინ ისეთი ვისაც შეუძლია ამერიკელებს ელაპარაკოს რამე საკითხზე, მთლიანად მოირღვა კომუნიკაციები“, - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.

 

 

 


close დახურვა