logo
ENG



საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა გერმანია დაამარცხა

13 ოქტ 201910:16
3 წუთის საკითხავი
 
6yohrlhhfj0dxlk.jpg

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება მოიგო. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, შოთა ჩომახიძის გუნდის მეტოქე, ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი, გერმანიის ნაკრები იყო.

პირველი პერიოდი ქართველმა წყალბურთელებმა 3 ქულიანი სხვაობით მოიგეს, მეორე პერიოდში გერმანიის ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ჩომახიძის მომზადებულმა გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა დასკვნით პერიოდში მოიპოვა და საბოლოოდ ანგარიში 9-ით 7 დააფიქსირა. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, მომდევნო შეხვედრას დღეს, შვეიცარიელთა წინააღმდეგ ჩაატარებს.

 


close დახურვა