საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 429 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 106 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავა აცხადებს, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 17 437 აქტიური შემთხვევაა, მათ შორის 3 766 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
"ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 437. 3 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 893, აჭარაში - 714; მძიმე პაციენტი - 429, მათ შორის, თბილისში - 201, აჭარაში - 75. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 106 პირი, მათ შორის, თბილისში - 59, აჭარაში - 25. 2 268 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 247 - აჭარაში, ხოლო 741 - თბილისში; 11 403 მკურნალობს ბინაზე",-ამბობს ბერდია სიჭინავა.
ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 28 431 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 10 767 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 201 კი გარდაიცვალა.