logo
ENG



საქართველოში 6 იანვრის მდგომარეობით დადასტურებულია ომიკრონის 600 შემთხვევა

07 იან 202211:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/07/65h7dwr8zhiftu0.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 6 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 600 შემთხვევა.

4 იანვარს საქართველოში დადასტურებული იყო ომიკრონის 148 შემთხვევა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი აღმავალი ტალღა იწყება, რომელიც, მისი თქმით, დიდი ალბათობით გამოწვეულია ომიკრონის შტამით.

 საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 234 ახალი შემთხვევა დადასუტრდა. გარდაიცვალა 46 ადამიანი.

გასული დღე ღამის განმავლობაში ჩატარდა 45 006 ტესტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.41%.

დღიურად აცრილია 7 699 ადამიანი, სულ აცრილია – 2 545 490.

კორონავირუსის ახალი შტამი სახელად ომიკრონი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 24 ნოემბერს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ომიკრონი უკვე 89 ქვეყანაშია გავრცელებული.


close დახურვა