საქართველოში ახალი თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AJET შემოდის.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით ყოველდღე იფრენს. ფრენები 31 მარტიდან დაიწყება.
AJET-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ავიაკომპანია ANADOLUJET-ს ჩაანაცვლებს და კონკურენციას დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანების გაუწევს. AJET-ის მმართველი კომპანია TURKISH AIRLINES იქნება.