ასტრაზენეკას 43 200 დოზა ჩამოვიდა. ვაქცინის დამატებითი დოზები საქართველომ COVAX პლატფორმიდან მიიღო.
ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 45 წლის და ზედა ასაკის პირებისთვის. ასტრაზენეკათი ვაქცინაცია შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც გარკვეული ხარვეზების გამო მეორე დოზები ვერ მიიღეს და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც პირველ დოზებზე დარეგისტრირდნენ.
მეორე დოზაზე რეგისტრაცია შესაძლებელია პირველი დოზის ჩატარების შემდეგ. ასტრაზენეკას ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 4 კვირიდან (28 დღე) - 12 კვირამდე (84 დღე) პერიოდია. ამასთან, ბოლო მტკიცებულებებით ოპტიმალური პერიოდი 8-12 კვირიანი (56-84 დღე) ინტერვალია.
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ასტრაზენეკას ვაქცინაზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.