logo
ENG



საქართველოში UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი ნიკ ბერესფორდი გარდაიცვალა

23 აგვ 202312:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/23/qstbqfh226i1q97.jpg

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ნიკ ბერესფორდი გარდაიცვალა. ინფორმაციას UNDP Georgia ავრცელებს.

"ნიკ ბერესფორდთან დამშვიდობების მსურველთათვის სამძიმრის წიგნი გაიხსნება 24 და 25 აგვისტოს 10:00-დან 18:00 საათამდე გაეროს სახლში (რ. ერისთავის ქ. 9, თბილისი).

ამ წარმოუდგენლად რთულ დროს, ღრმად ვუთანაგრძნობთ ნიკის ოჯახს, მათ გვერდით ვდგავართ და თანადგომას ვუცხადებთ.

მისმა ურყევმა ერთგულებამ გაეროს ღირებულებების მიმართ უდიდესი გავლენა მოახდინა გაეროს განვითარების პროგრამის საქმიანობაზე. მას სჯეროდა სიღარიბის დაძლევის და ყველაზე ბედნიერი იყო მაშინ, როდესაც იმ ოჯახებსა და თემებს სტუმრობდა, რომელთა ცხოვრება გაეროს განვითარების პროგრამის წყალობით შეიცვალა.

საქართველოში გატარებული ორი წლის განმავლობაში ნიკ ბერესფორდმა საყოველთაო სიყვარული, ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა. მისმა თავმდაბლობამ და კეთილშობილებამ წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის გუნდის წევრთა გულებში.

ნიკ ბერესფორდის უდროოდ წასვლა უდიდესი დანაკლისია როგორც საქართველოსთვის, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის სხვა წარმომადგენლობებისთვის მთელ მსოფლიოში, სადაც ის 20 წლის მანძილზე მოღვაწეობდა: კამბოჯაში, ბანგლადეშში, სომალში, აღმოსავლეთ ტიმორსა თუ ნიუ იორკში. სიცოცხლეში, ნიკი ბევრისთვის მეგობარი და მისაბაძი მაგალითი იყო; სიკვდილის შემდეგ, მისი ხსოვნა შთაგონების წყარო იქნება თითოეული ჩვენგანისთვის გვიყვარდეს ერთმანეთი და უფრო მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკეთესი სამყარო შევქმნათ ყველასთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა