საქართველოში ამინდი გაუარესდა. თოვლის გამო აკრძალული იყო მოძრაობა კობი-გუდაურის გზაზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში დღის განმავლობაში ნალექია მოსალოდნელი.
მთაში თოვა გაგრძელდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი ქარი გაძლიერდება. შავ ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი. სინოპტიკოსები გამოდარებას 3 ნოემბრიდან პროგნოზირებენ.
