logo
ENG



საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რუსული რბილი ძალა აქტიურდება

19 თებ 202020:58
3 წუთის საკითხავი
 

 

ის, რომ რუსული პროპაგანდა საქართველოში ისევ აქტუალურია პრორუსული ჯგუფები კი, აქტიურად ცდილობენ ქართულ საზოგადოებაზე ზეგავლენა მოახდინონ, სოციალურ ჯგუფებში დარეგისტრირებული ფარული და დეკლარირებული გავრცელებული ჯგუფები და ორგანიზაციებიც ცხადყოფს. ქართველი სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მათი უმეტესი ნაწილის საქმიანობა გაუმჭვირვალეა, არც ბევრი ფული სჭირდებათ და პატრიოტული ანტილიბერალური ჯგუფების სახელით მოქმედებენ .

ამაზე რუსული პროპაგანდისტული ორგანიზაციების წარმომადგენელბისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრაც მოწმობს. ისინი გუშინ 5 საათზე მეტხანს 2020 წლის სამომავლო გეგმებზე მსჯელობდნენ და ფინანსებს ინაწილებდნენ.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს აფერხებს და ამას რუსეთი ჩვენივე ხელით ცდილობს. ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოში 2020 წლის არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ კიდევ უფრო გამძაფრდება.

 


close დახურვა