logo
ENG



საქართველოში დაინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

04 აპრ 202019:42
3 წუთის საკითხავი
clock 794

კორონავირისის პირველი მსხვერპლი საქართველოში 79 წლის დაინფიცირებული პაციენტი გახდა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 31 მარტს კრიტიკულ მდგომარეობაში ქვემო ქართვლიდან გადმოიყვანეს. გარდაცვლილი მარნეულში ინფიცირებული 62 წლის პაციენტის ახლობელია. მას, მწვავე ორმხრივ პლევმონიასთან ერთად, რამდენიმე მძიმე დაავადება ჰქონდა, მათ შორის კუნთების განლევა, გულის მანკი, კახექსია და ვირუსის შემდეგ განვითარებული პნევმონია და სეფსისი.

კიდევ ერთი დაინფიცირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი. მას ინფექცია ეროვნულ ბანკში დასაქმებული ქმრისგან გადაედო. დაინფიცირებული ექიმი „ფორმულას" ექსკლუზიურად უყვება, რომ 31 მარტს მორიგეობიდან სახლში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში იყვნენ, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარეს, რომელმაც დადებითი რეზულტატი  აჩვენა. 

თვითიზოლაციასა და კარანტინშია სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადის ექიმიც. 

კოვიდ 19-ით ინფიცირებულია სპორტსმენიც, რომელიც შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კლასტერის წევრი იყოს. შესაძლო ინფიცრების დროს, მკლავჭიდელი ზუგდიდში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და თბილისში გადაადგილდებოდა. მისი კონტაქტების იდენტიფიცირება გრძელდება. მათი ნაწილი სამეგრელოდან საკარანტინო ზონაში უკვე გადაიყვანეს. 
 
დაინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება მთელი საქართველოს მასშტაბით. კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა დღეს ბათუმში. ის თურქეთიდან უსიმპტომოდ შემოვიდა, თუმცა, რამდენიმე დღეში ვირუსის სიმპტომებით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც კოვიდ - 19 დაუდასტურდა. აჭარაში, ჯამში, 8 ინფიცირებულია.  


close დახურვა