ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვებამ აფეთქება გამოიწვია. შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა.
