logo
ENG



საქართველოში თურქეთის საელჩო განმარტავს, რომ თბილისში მუშაობა არ შეუჩერებია

26 ოქტ 202015:26
3 წუთის საკითხავი
clock 1348
2t1egzrugxoklxd.png

საქართველოში თურქეთის საელჩო განმარტავს, რომ თბილისში მუშაობა არ შეუჩერებია, - ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

როგორც საელჩოს ახალ განცხადებაშია ნათქვამი, 24 ოქტომბრის ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში Covid 19-ის შემთხვევების მატების გამო, პრევენციის მიზნით, საკონსულო განყოფილება აჩერებდა მუშაობას შემდგომი განცხადების გაკეთებამდე. 

"ზოგიერთ მედიაში ინფორმაცია ისე იყო წარმოჩენილი, თითქოს საელჩო საერთოდ აჩერებდა მუშაობას. ჩვენი საელჩო აგრძელებს მუშაობას. განცხადება ეხება მხოლოდ არა სასწრაფო საკითხებს", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა