უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ამჟამად საქართველოში კორონაივრუსით ინფიცირებულებიდან 787 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო აქედან 363 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.
მძიმე პაციენტებიდან თბილისშია - 170, აჭარაში - 110, იმერეთში - 27.
ჯამში ქვეყანაში ვირუსის 82 835 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 65 291 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 733 გარდაიცვალა.