logo
ENG



საქართველოში კარანტინში 1008 ადამიანი იმყოფება

16 მარ 202021:51
3 წუთის საკითხავი
 
apn79txeiusyz06.jpg

საქართველოში კარანტინში მყოფ პირთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა - მთავრობის მიერ სპეციალურად კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ვებგვერდზე განახლებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე კარანტინში 1008 ადამიანი იმყოფება.

ამავე საიტის მონაცემებით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 64 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 33-ს შეადგენს - აქედან ერთი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა და გაეწერა ინფექციური კლინიკიდან, ხოლო მეორე სავარაუდო გამოჯანმრთელებულის ანალიზის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.


close დახურვა