საქართველოში კაცების 83%-სა და ქალების 74%-ს გეი შვილის ყოლისა შერცხვებოდა - ამის შესახებ კვლევაში „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ არის ნათქვამი.
კვლევაში, ასევე, საუბარია ლგბტ თემის წარმომადგენელთან მეგობრობაზეც - კაცების 81% ფიქრობს, რომ გეი მეგობარი არ ეყოლებოდა.
კვლევის თანახმად, საქართველოში ჰომოფობია კვლავ ძლიერია საზოგადოებაში, განსაკუთრებით კაცების მხრიდან.
გაეროს ერთობლივი პროგრამის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში 2408 რესპონდენტი მონაწილეობდა, მათ შორის 1102 კაცია, ხოლო 1296 ქალი.