logo
ENG



საქართველოში კოვიდპასპორტების დანერგვა იგეგმება

26 აპრ 202116:48
3 წუთის საკითხავი
clock 1477
საქართველოში კოვიდპასპორტების დანერგვა იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კოვიდპასპორტების გაცემის პრაქტიკა დაინერგება. 

როგორც გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კოვიდპასპორტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და მისი დანერგვა უახლოეს მომავალში მოხდება.

"კოვიდპასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდპასპორტში - ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში, იქნება PCR ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა და ვფიქრობ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც", - განაცხადა გაბუნიამ.


close დახურვა