logo
ENG



საქართველოში კორონავირუსი 82 მედიკოსს უდასტურდება

02 მაი 202014:18
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 8 ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მუნიციპალიტეტში დაინფიცირებულებთან დაკავშირებით კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, სასწრაფო დახმარების ჯგუფი მუშაობას კვლავ განაგრძობს.

„სასწრაფო აუცილებლად იმუშავებს. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პრესსამსახურს“, - აცხადებენ ეპიდემიოლოგები.

ყვარლის რაიონში ვირუსი სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა. კახეთში ეს ვირუსის დაფიქსირების პირველი შემთხვევაა, აქედან გამომდინარე,  დაინფიცირების  წყარო ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ექიმი გამოძახებებზე დადიოდა. ყვარელის შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება დღეს გაკეთდება. ასევე შესაძლოა, რომ ყვარელი დაიკეტოს.

დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსი 10 მედიკოსს დაუდასტურდა, აქედან 2 ექიმია. საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსი 82 მედიკოსს დაუდასტურდა.

საქართველოს მასშტაბით ამ მონაცემებით კოვიდ 19-ის 582 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გარდაცვლილია - 7 პაციენტი, გამოჯანმრთელებულია - 207.

 

 


close დახურვა