logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

05 აპრ 202011:28
3 წუთის საკითხავი
 

საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის თქმით, დაფიქსირდა კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების მეორე ფაქტი.

"ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო ტერმინალური. გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია და მწვავე სეფსისი, ასევე გატანილი იყო მწვავე ინფარქტი. მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და სამწუხაროდ დაფიქსირებული იქნა ბიოლოგიური სიკვდილი", - განაცხადა ლევან რატიანმა.

გარდაცვლილი 81 წლის ქალია. 

ამჟამად, კორონავირუსისგან  დაინფიცირებულია 170 ადამიანი, განკურნებულად მიიჩნევა 36, გარდაცვლილია 2 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში რჩება 5067, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330.


close დახურვა